06.06.2026

ელიავას ინსტიტუტი საქართველოს რადიოს ეთერში

2026 წლის 8 მაისს საქართველოს რადიოს გადაცემაში „საღამოს პიკის საათი“ სტუმრად იმყოფებოდნენ გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი მზია ქუთათელაძე და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ დიდბერიძე. საუბრის მთავარი თემა იყო ESCMID-ის პოსტდიპლომური განათლების სამდღიანი კურსი, რომელსაც 11–13 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და ელიავას ინსტიტუტი მასპინძლობდნენ. 

ინტერვიუს ფარგლებში განხილული იყო თანამედროვე მიკრობიოლოგიის, ანტიმიკრობული რეზისტენტობისა და ფაგოთერაპიის სფეროში მიმდინარე გამოწვევები, ასევე პროფესიული განათლებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა. სტუმრებმა ისაუბრეს კურსის მიზნებზე, მის სამეცნიერო და პრაქტიკულ მნიშვნელობაზე, აგრეთვე იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც მსგავსი საგანმანათლებლო პროგრამები სთავაზობს ახალგაზრდა მეცნიერებსა და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებს. ელიავას ინსტიტუტი აქტიურად აგრძელებს სამეცნიერო ცოდნის გავრცელებასა და განათლების მხარდაჭერას, რაც ხელს უწყობს ფაგოთერაპიისა და გამოყენებითი მიკრობიოლოგიის სფეროების განვითარებას როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.

ბმული: https://drive.google.com/file/d/1SAOh7QqIKbKBpE8A7O7xtT0cCegqQVFn/view