15.10.2026

მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება თელავში

ამა წლის 15 ოქტომბერს, ქალაქ თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

სამეცნიერო ფესტივალს შეუერთდა გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი. ფესტივალის ფარგლებში ინსტიტუტის თანამშრომლებმა, ლიკა ლეშკაშელმა და ელენე დიდებულიძემ ახალგაზრდა თაობას გაუზიარეს ინფორმაცია ბაქტერიოფაგების მნიშვნელობაზე, მიკრობიოლოგიის თანამედროვე მიღწევებსა და ინსტიტუტის სამეცნიერო მიმართულებებზე. რეგიონის სკოლების მოსწავლეებმა უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა მარტივ ლაბორატორიულ ექსპერიმენტებში, გაეცნენ მიკრობულ სამყაროს და მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო შეკითხვებზე.