19.09.2025
სამეცნიერო ფესტივალი 2025
წელსაც, ტრადიციულად, ინსტიტუტმა მიიღო მონაწილეობა სამეცნიერო ფესტივალში, რომელიც 19 სექტემბერს გაიმართა ბათუმში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით. ინსტიტუტის ახალგაზრდა მეცნიერებმა, ლიკა ლეშკაშელმა და ფიქრია გოგლიძემ, დამსწრე საზოგადოებას ინსტიტუტის საქმიანობა და მიმდინარე კვლევები წარუდგინეს საგანმანათლებლო და სადემონსტრაციო აქტივობების საშუალებით.