11.02.2026
ქალები ბიოტექნოლოგიებში: მეცნიერება და ინოვაცია
2026 წლის 11 თებერვალს, მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში „ქალები ბიოტექნოლოგიებში: მეცნიერება და ინოვაცია“, რომელიც ჩატარდა საქართველოს პარლამენტში, მონაწილეობა მიიღეს ელიავას სახელობის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მზია ქუთათელაძემ, მეცნიერებმა ნინო ჯანელიძემ და მარიტა ჭიჭაშვილმა. ქალბატონმა მზიამ ისაუბრა თავის სამეცნიერო კარიერაზე მიკრობიოლოგიასა და ბიოტექნოლოგიაში, ელიავას ინსტიტუტის განვითარების ისტორიაზე, ინსტიტუტისა და მეცნიერების განსაკუთრებულ ღვაწლსა და მნიშვნელობაზე თანამედროვე, გლობალური გამოწვევების, კერძოდ ანტიბიოტიკო-რეზისტენტობის წინააღმდეგ ბრძოლაში.