გერმანიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს წარმომადგენლების სტუმრობა
გ.ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტს ეწვივნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის განათლებისა დ კვლევის სამინისტროს საქართველოსთნ ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გაბრიელე ჰერმანი, სამინისტროს წარმომადგენელი ოლუვერ პიეპერი, გერმანიის კვლევების ფონდის საერთაშორისო ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელი მეთჩილდ კოჰლერი და გერმანიის აეროსივრცის ცენტრის წარმომადგენელი ჯონ გრუნევალდი. ისინი გაეცნენ ელიავას ინსტიტუტის საქმიანობას, დაათვალიერეს სასწავლო ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, მუზეუმი, ასევე ელიავას ავტორიზებული აფთიაქი და ფაგოთერაპიის ცენტრი. ვიზიტი ასევე ეხებოდა მომავალი ურთიერთთანამშრომლობის განვითარების სამომავლო გეგმებს და პერსპექტივებს, ასევე ფაგოთერაპიის ევროპაში აღიარების შესაძლებლობების განხილვას.