18.08.2023

პროფესორ აკიჰირო ოჰნიშის და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მუდმივი წარმომადგენლის მორი ჰიროიუკის ვიზიტი

ამა წლის 18 აგვისტოს, გ.ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტს ეწვივნენ ტოკიოს სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტის, გამოყენებითი ბიომეცნიერების ფაკულტეტის პროფესორი აკიჰირო ოჰნიში, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მუდმივი წარმომადგენელი მორი ჰიროიუკი, შპს „მუკადო ღვინოები“-ს მთავარი მეღვინე/მმართველი პარტნიორი ლადო უზუნაშვილი, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს პროგრამების ოფიცერი დავით მგალობლიშვილი.

სტუმრებს შეხვდა ინსტიტუტის დირექტორი, მზია ქუთათელაძე, რომელმაც  სტუმრებს გააცნო ინფორმაცია ელიავას სახელობის ინსტიტუტში მიმდინარე სამეცნიერო მიმართულებების შესახებ. სტუმრებმა დაათვალიერეს ელიავას ბაქტერიოფაგის ავტორიზებული აფთიაქი, სადიაგნოსტიკო ცენტრი, ფაგოთერაპიის ცენტრი, ბიბლიოთეკა, მუზეუმი და ინსტიტუტის სამეცნიერო და სასწავლო ლაბორატორიები.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს იაპონიასა და საქართველოს შორის ურთიერთანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე და პერსპექტივებზე.