11.06.2023

ფაგოთერაპიის სესია გ. ელიავას ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტში

მიმდინარე წლის 7 ივლისს, ელიავას სახელობის ინსტიტუტში ESGNTA-ს (კლინიკური მიკრობიოლოგიისა და ინფექციური დაავადებების ევროპის ასოციაციის არატრადიციული ანტიბაქტერიული თერაპიის ჯგუფი) და გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა სპეციალური სესია მსოფლიოში ფაგოთერაპიის აღიარების ამჟამინდელი მდგომარეობისა და მომავალი პერსპექტივების შესახებ. სესიაზე მოხსენებებით წარდგნენ საქართველოს, ისრაელის, ბელგიის, ავსტრალიის, კანადის და გერმანიის მეცნიერები, ასევე აშშ „საკვები პროდუქტებისა და წამლის სააგენტო“-ს (FDA) წარმომადგენელი. სესიაზე განიხილეს ფაგოთერაპიის აღიარებისა და გამოყენების ლეგალური საფუძვლები სხვადასხვა ქვეყანაში, არსებული გამოწვევები და პერსპექტივები.