31.03.2023

გ.ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტს ეწვივნენ მარტყოფის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეები

პროგრამა „შემოაღე კარი მეცნიერებაში“ ფარგლებში გ.ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტს ეწვივნენ მარტყოფის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეები. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ინსტიტუტის სამეცნიერო და სასწავლო ლაბორატორიები, ელექტრონული მიკროსკოპის განყოფილება, ბიბლიოთეკა, მუზეუმი. გაეცნენ ინსტიტუტის საქმიანობას და სასწავლო ლაბორატორიაში ჩაუტარდათ საჩვენებელი პრაქტიკული ლექცია-გაკვეთილი.